შავი სია
არსენ ფოფხაძე
არსენ ფოფხაძე

არსენ ფოფხაძე ალტ-ინფოს ტყიბულის ოფისის ხელმძღვანელია. ფოფხაძეა პასუხისმგებელი ტყიბულში ძალადობრივი პარტიის პოპულარობის გაზრდაზე და იმ მავნებლობის პროპაგანდაზე რასაც ეს რუსეთიდან მართული ორგანიზაცია ქადაგებს.

რუსეთთან დაკავშირებული და მოსკოვიდან მართული ალტ-ინფო კონსერვატიზმისა და ალტერნატიული ინფორმაციის წყაროს ნიღაბსაა ამოფარებული, სინამდვილეში კი მთელი მისი არსებობა პრორუსული, ანტილიბერალური, ანტისაიმიგრაციო, ჰომოფობიური და სიძულვილის ენის პროპაგანდაა. მათი ერთადერთი დავალება დედა-მოსკოვიდან ხალხში რუსეთისადმი სიყვარულისა და კეთილგანწყობის გაზრდაა. პარტიამ დაანონსებისთანავე განაცხადა, რომ მკვლელი და კაცობრიობის წინაშე უამრავი დანაშაულის ჩამდენ პუტინთან მოლაპარაკებებზე ივლიდნენ და საქართველოს იმ ქვეყანას დაუახლოვებდნენ, რომელმაც ჩვენი ხალხის სისხლი დაღვარა, რომელსაც ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და რომელმაც ჯოჯოხეთი მოუწყო უკრაინელ ხალხს.

გარდა მსგავსი ღია რუსოფილიისა, ორგანიზაცია დღესდღეობით უკრაინის დისკრედიტაციითაც დაკავდა და ხალხში ავრცელებს იმგვარ პროპაგანდას, როგორსაც რუსეთი მის მოქალაქეებს შორის. ორგანიზაციის პარტიის ვებ-გვერდს პროგრამულ მომსახურებას კრემლისა და წითელი მოედნის ტერიტორიიდან უწევენ. იცნობდეთ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან, გაყიდონ საკუთარი სამშობლო და პრინციპები რუსეთის მიერ გადმოგდებული ორი რუბლის სანაცვლოდ.